მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერების გაერთიანებამ, Anonymous-მა რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზები გატეხა და ინტერნეტში 40 000 ფაილი გაავრცელა.
ანონიმუსის 65-ე ბატალიონი იუწყება, რომ მათ არ გააჩნიათ ამ მოცულობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და დახმარებას რუსული ენის მცოდნე მოქალაქეებისგან ითხოვენ.
უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.
"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.