ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 45 313 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს რამდენიმე ვაქცინიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლია.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 43 446 პირს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 21 306 ადამიანმა გამოთქვა. 8 800 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 6 137 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 4261-მა ადამიანმა გამოთქვა, 2360 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 524 -ს კი - „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აღნიშნულია პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაში.