ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამვირვებლებმა რამდენიმე უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით სამართალდამცავებს გამოუძახეს. ამის შესახებ საიას დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე ცნობით, წელსაც არსებობოს ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით არსებული პრობლემები, როგორც უბნის შიგნით, ასევე პერიმეტრზე. როგორც საია ამბობს, რამდენიმე უბანზე მეორდება შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებლის უკან “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ინიშნავს მისული ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს.
საარჩევნო ცვლილებების შედეგადად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება, ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება ან მათი აღრიცხვა აკრძალული. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში კი პოლიციას უფლება აქვს, მიუთითოს დამრღვევს ამის შესახებ, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში შსს-ს მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს.