jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხვალ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. მის შესახებ ინფორმაციას დაავადებათო კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 
 
ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების “სინოფარმის“  ვაქცინით ხვალ 09.30 საათზე ცენტრალულ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრება.
 
შეგახსენებთ, "სინოფარმით" ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან იწყება, თუმცა პრეპარატს ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს. "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი
1159