დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს.
„ცივ პერიოდში, რომელიც რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტული დროა, ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ახლა შევდივართ სეზონურად თბილ პერიოდში. უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.