ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კატარღა “ჰამილტონი” შავი ზღვის აკვატორიაში შემოვა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტი იუწყება.
“ეგეოსის ზღვაში ხომალდ რუზველტთან მუშაობის დასრულების შემდეგ, კატარღა ჰამილტონი იწყებს სრუტეების გავლას შავ ზღვაში შესასვლელად. ჰამილტონი იმუშავებს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რეგიონში”, – ნათქვამია მე-6 ფლოტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.