აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში ფასების ზრდასა და სურსათის გლობალური მიწოდების დეფიციტში უკრაინაში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უამრავ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
ბაიდენის თქმით, რუსეთის შეჭრის გამო უკრაინიდან მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტია შეჩერებული.
„ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის. შინ, ინფლაციისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ და საზღვარგარეთ ის ეხმარება უკრაინელებს, დაიცვან ჩვენი დემოკრატია და კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა მთელ მსოფლიოში რუსული სისასტიკის გამო.
თუ ეს მარცვლეული არ მოხვდება ბაზარზე, აფრიკაში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება, რადგან ისინი არიან აფრიკის მრავალი ქვეყნის ერთადერთი მიმწოდებელი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.