ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხაცს არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა ამ ბრბოს ხელის აუკანკალებლად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.
ნუ დაიჯერებთ რომ იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა რაღაცეები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის.
მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარეში ვერ ამოგიდეგით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი.
იმედი მაქვს მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!" - წერს თინა ხიდაშელი.