გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაგანაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა. ამის შესახებ, მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. შოლცმა აღნიშნა, რომ ენერგორესუსრებზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია უცვლელია.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო დრამატული გახდება ყოველდღიურად.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლები და ამ საკითხზე ყოველდღიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი შეთანხმების გაფორმება სხვა მომწოდებლებთან. დივერსიფიკაცია თუ სწრაფად მოხდება, ეფექტიც ავტომატურად დადგება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.