ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.