„კოვაქსიდან“ გვაქვს უახლესი ინფორმაცია, რომ „კოვაქსზე“ შეიძლება „ნოვოვაქსი“ განთავსდეს და საქართველო „ნოვოვაქსს“ მიიღებს, ასევე მიიღებს „ჯონსონ და ჯონსონს“, რომელიც ჯანმოს მიერ დამტკიცებულია, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას ამ ეტაპზე არჩევანი ორ ვაქცინას - „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმს“ შორის აქვს.
„ასტარზენეკას“ დამატებით 43 ათასი დოზა შემოსულია და მაისის განმავლობაში კიდევ 43 ათასი დოზა შემოვა. რაც შეეხება „სინოფარმს“, სადღეისოდ მასზე გაკეთებულია 28 ათასი ჯავშანი. ამ ეტაპზე გვაქვს 50 ათასი ადამიანისათვის გამოსაყენებელი „სინოფარმის“ ვაქცინა. კარგად მიდის მოლაპარაკება „ფაიზერთან“ და თუკი ზაფხულში მასობრივი დოზები შემოვა, საუბარია მილიონ დოზაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან აქვე დასძინა, რომ მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დიდი დეფიციტია.