“თბილისი პრაიდის” მუსიკალური ფესტივალამდე, უკტრაკონსერვატორული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” ლიდერები ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს. ამის შესახებ თავად “ალტ-ინფო” იუწყება.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.
ულტრაკონსერვატორული ჯგუფის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები, ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა.
განახლებადი ინფორმაცია