ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი, სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს.
მისი თქმით, მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთის სანქციებზე მნიშვნელოვანი იქნება.
„როგორც საჭირო იქნება, ჩვენ გავზრდით ამ მექანიზმებს, მაგრამ არა საკუთარი თავის საზიანოდ“,- აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა.
„ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში - „ხორცსაკეპი“,“ -აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.