თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მივიღეთ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტში განაცხადა.
 
მისი მტკიცებით, გარე ძალები ქვეყნის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებენ და „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი ბელარუსულმა გამანადგურებელმა აიძულა დაშვებულიყო.
 
მისი მტკიცებით, ბელარუსმა იმოქმედა „კანონიერად, ხალხის დასაცავად“.
 
„მე კანონიერად ვიმოქმედე ჩვენი ხალხის დასაცავად“, - თქვა მან და ასევე დაადანაშაულა პრატასევიჩი „სისხლიანი აჯანყების“ დაგეგმვაში. მისი თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ მიღებული ინფორმაციის შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
 
„როგორ უნდა გვემოქმედა, განსაკუთრებით ბომბის საფრთხის ფონზე? თქვენ ბელარუსში ცხოვრობთ და იცით, რომ სკოლები, უნივერსიტეტები ან საწარმოები ყოველდღიურად იღებენ ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ ინფორმაციას. ავიახაზებიც კი იღებენ ასეთ შეტყობინებებს პოლონური, ლიეტუვური და ლატვიური IP მისამართებიდან. თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხეთ მიღებულ ინფორმაციას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
 
მისივე თქმით, ქვეყანაზე თავდამსხმელები ბელარუსის დახრჩობას ცდილობენ და მათ „წითელი ხაზები“ გადაკვეთეს.
 
„როგორც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, ჩვენმა არაკეთილის მსურველებმა შინ და გარეთ შეცვალეს სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები. ისინი ქვეყნის დახრჩობას ცდილობენ. მათ გადალახეს მრავალი წითელი ხაზი და გადალახეს საღი აზრისა და ადამიანის ზნეობის საზღვრები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
1121