რუსი აგრესორების მიერ უკრაინაში, მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა.
არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში ოკუპანტებს ემუქრება, რომ მარიუპოლის დაბომბვის მერე "სხვა ომი დაიწყება".
"მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვამდე ყვავილები იყო, ახლა საზიზღრებო სულ სხვა ომი დაიწყება," - აცხადებს ოლექსეი არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში აგრესორებმა დღეს საღამოს სამშობიარო გაანადგურეს, რის შედეგადაც ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ.