ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ბათუმში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე წერს, რომ დროებით წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას.
„ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.
ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს,“ – წერს კირთაძე და მადლობას უხდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს.