
"ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი" იანვარში ჩანიშნულ სპექტაკლებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეატრმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
მათი განმარტებით, თეატრს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან.
"ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ
8,9,20,21 / 01 "მე გადმოვცურავ ზღვას"
13 / 01 " ალუბლოს ბაღი"
22 / 01 " მეფე ლირი"
გ ა უ ქ მ დ ა
ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )
გილოცავთ შობას
იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად", - წერია განცხადებაში.