საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გაჩენილი .
სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი აღმაშენებლის ხეივანის მთელ გაყოლებაზე იყო გავრცელებული და მისი გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა.