მაღალმთიან აჭარაში 102 წლის ემინე ჯორბენაძე დღეს ,,ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.
COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალის დაჟინებული თხოვნა იყო ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად.