საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერს, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს უკრაინის დასახმარებლად ფული გადარიცხოს. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა წერილი გაავრცელა.
"დედაჩემის და მანანა სანოძის "საქართველოს უნივერსიტეტმა", რომელიც არ არის კლასიკური ბიზნესი, უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა. იმდენივე, რაც საქართველოს მთელმა მთავრობამ. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, იმ პირობებში, როცა მსოფლიოს უამრავი ბიზნესმენი რიცხავს ფულს უკრაინის ფონდში, მიბაძოს ამ მაგალითს და გადარიცხოს ფული. აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო", - წერს მიხეილ სააკაშვილი.