85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე, აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ივანიშვილს, „კრედიტ სუისიდან“ წამოვიღებ და სანდრას ფონდს ჩავურიცხავ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
„ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.
უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.
85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და „კრედიტ სუისიდან“ წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.