საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა.
ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.
შესაბამისად, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195), ყველა დანარჩენ რეგიონსა და დედაქალაქში, იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
მოსახლეობის რაოდენობაზე გავლენას მიგრაციასთან ერთად, ბუნებრივი მატებაც ახდენს.