jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვილი 50 ათასამდე დოზა „ფაიზერი" მეორე კვარტალში შემოვა.
 
როგორც ის განმარტავს, თავდაპირველად აღნიშნული დოზებით რისკჯგუფები აიცრებიან.
 
„5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაზე წინასწარი მსჯელობა იყო იმუნიზაციის საბჭოზე. ჩვენ „ფაიზერისთვის" ეს ვაქცინა დაკვეთილი გვაქვს, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იყოს. პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს. ალბათ, შემდეგ სურვილის მიხედვით დაიწყება აცრა",-აღნიშნავს გამყრელიძე.
641