GWP 5 აგვისტოს, ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ხვალ, 5 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზ N78-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 5 აგვისტოს 12:00 საათიდან - 5 აგვისტოს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზ. N 39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს.