ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს stopcov.ge ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 914 ადამიანი და ჩატარდა 32 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 271 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე — 5.82%.
1 929 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისი – 659,
აჭარა – 96,
იმერეთი – 363,
ქვემო ქართლი – 147,
შიდა ქართლი – 90,
გურია – 56,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155,
კახეთი – 286,
მცხეთა-მთიანეთი -37,
სამცხე-ჯავახეთი – 33,
რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი – 7.
NCDC-ის თანახმად, გასულ 24 საათში ჩატარდა 12 469 აცრა.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 611 269 შემთხვევაა აღრიცხული. 582 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა,8 917 კი — გარდაიცვალა.