რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 მაისს და 1, 2, 3 ივნისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00-დან 06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა განხორციელდება 2022 წლის 31 მაისის და 1, 2, 3 ივნისის 00:00-დან 06:00 საათამდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აცხადებენ უწყებაში.